Tuesday, December 18, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ტყუილი მავნე ჩვევაა.

პროექტიის მთავარი იდეა: რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს ტყუილმა? როგორ აქცია მელია ტყუილმა არასასურველ ცხოველად ტყეში?

პროექტის აქტუალობა: ტყუილი ეს არის მანკიერი თვისება, რომელსაც ხშირად იყენებს ყველა ასაკის ადამიანიც კი. ამას ადვილად ეჩვევა ბავშვი. ჩაუნერგო აზრი, გავუღრმავო რწმენა იმისა, რომ ეს თვისება მავნეა. ამ თვისების მოჭარბება იწვევს უზნეობას, რომლისგან თავის დაღწევა მეტად ძნელია.

პროექტის მიზანი: ტყუილმა არ გაგიტეხოთ  სახელი.  ეცადონ ცხოვრებამ ცხრაპირი ტყავი არ გააძროს ტყუილისათვის, როგორც დაემართა ზღაპრის ერთადერთ ლამაზ და სიმართლის მკეთებელ მელას.

მონაწილეთა ასაკი: 6-7-8-9 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ხელს შევუწყობ ზნეობრივად ჩამოყალიბებული და სრულყოფილი მომავალი თაობების აღზრდას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, ლიტერატურული ნაწარმოებები.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1 მუშაობა წარიმართება ჯგუფებში. ჯგუფი. ჯგუფურად შესძლონ მუშაობა ლიტერატურულ მასალაზე: უპასუხონ შემდეგ კითხვებს:
1) როდის ამბობენ ტყუილს?
2) სურს თუ არა მას ამ ადამიანთა რიგში იდგეს?
3) მოსწონს თუ არა ერქვას მატყუარა?
4) რა არის საჭირო იმისათვის, რომ არ გერქვას მატყუარა?
5) ეხმარება თუ არა ადამიანს ამ სიძნელის დაძლევაში ნებისყოფა?
მოიტანონ პარალელები შესწავლილი მასალებიდან.

აქტივობა 2 
II ჯგუფი. მიცემული დავალებები: მოძებნეთ ანდაზები, ბრძნული გამონათქვამები, სადაც ტყუილის მავნე ჩვევებზეა ლაპარაკი.
1) ვინც ერთხელ ტყუილს იტყვის, მართალიც რომ თქვას აღარ დაუჯერებენ.(გერმ.)
2) მატყუარას დასჯაა ის, რომ მაშინაც არ უჯერებენ, როცა სიმართლეს ლაპარაკობენ.(ებრა.)
3) სიცრუით მთელ ქვეყანას გაივლი, მაგრამ უკან ვეღარ დაბრუნდებიო.(ქართ.)
4) ტყუილი კაცის შემარცხვენელიაო.(ქართ.)
5) ცრუ კაცისა ენასა მუნჯის ენა სჯობს.(ფრანგ.)
6) კაცმა ისეთი ტყუილი უნდა თქვას, რომ ცოტა მართალს მაინც ჰგავდესო. (ქართ.)

I-დღე: საპრეზენტაციო მასალების მოძიება. II-III  კლასი.



II-დღე: პრეზენტაცია. II-III კლასი.



III-დღე: საპრეზენტაციო მასალების მოძიება.I-IV კლასი.



IV-დღე: პრეზენტაცია. I-IVკლასი.



ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

  • მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას.
  • გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს.
  • საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის/მისი ცალკეული მონაკვეთის მოკლე შინაარსს, გამოყოფს არსებით ინფორმაციას.
  • ასახელებს საყვარელ წიგნს, ტექსტს მხატვრულ ნაწარმოებს, ავტორს, პერსონაჟს და ხსნის თავის არჩევანს.
  • მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში, საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.
  • აკვირდება პერსონაჟთა ქცევის მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ.


პროექტის ხელმძრვანელი: ლაურა გობრონიძე.

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:gobronidzelaura@gmail.com